დიზაინერული მომსახურების საჭიროება

დიზაინერული მომსახურება ნებისმიერი ტიპის ბიზნეს ყოველდღიურად სჭირდება. ვიზუალური მასალების დამზადება საჭიროა, როგორც საბეჭდი ფორმატისთვის, ასევე ციფრულ არხებში გასაზიარებლად.

ამასთანავე, გრაფიკული და საბეჭდი დიზაინების შექმნისას, მნიშვნელოვანია ყველა ტიპის ვიზუალი იმეორებდეს ბრენდის ფერებს, პატერნებსა და მესიჯების, რათა დაცული იყოს ბრენდის ვიზუალური იდენტობა.

ბიზნესებს, რომლებსაც არ ჰყავთ შესაბამისი კადრი, უწევთ ვიზუალური მასალები გააკეთებინონ სხვადასხვა სარეკლამო კომპანიებს, რაც ბუნებრივია იწვევს ბრენდის ვიზუალური კომუნიკაციის აცდენას.

ლემონედსმა შექმნა სპეციალური მარკეტინგული პაკეტები, რომლებშიც წარმოდგენილია დიზაინერული მომსახურებაც. ჩვენ გვესმის, ბიზნესის მმართველებს დატვირთული გრაფიკის, ამიტომ გთავაზობთ მუშაობის უმარტივეს სქემას:

შენს კომპანიაზე იმუშავეს პერსონალური მარკეტინგის აუთსორსი, რომელიც თავად დაამენეჯმენტებს ყველა ტიპის მარკეტინგულ დავალებას, მათ შორის დიზაინერის.

ნებისმიერ საკითხზე კომუნიკაცია გექნება ერთ ადამიანთან, რომელსაც იდეალურად ეცოდინება შენი ბიზნესს მოდელი და მისი საჭიროებები.

ლემონედსი ციფრული მარკეტინგის სააგენტოა, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ციფრული არხების სრულ მარკეტინგულ მომსახურებას და გამარტივებულ სამუშაო პროცესს.