ვებგვერდი საჭიროება

ვებვერდი, ბიზნესის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ხელსაწყოა, ასევე პოტენციურ მომხმარებლებთან და პარნტიორებთან მარტივი კომუნიკაციის საუკეთესო საშუალება.

ვებგვერდი შენი კომპანიის სახეა ონლაინ სივრცეში, ამიტომ აუცილებელია მისი არსებობა, თუნდაც მინიმალური დანიშნულებით.

რას გთავაზობთ?

ლემონედსი დაგიმზადებს სხვადასხვა ტიპის ვებგვერდებს მისაღებ ფასად, გაეცანი პაკეტებს.

კორპორატიული

კორპორატიული ტიპის ვებგვერდს აქვს საიმიჯო დანიშნულება და არის ერთგვარი „სავიზიტო ბარათი“, რომელიც ვიზიტორებს აცნობს ბრენდს, მის საქმიანობას, კორპორატიულ კულტურას, აწვდის დეტალურ ინფორმაციას პროდუქტის/სერვისის და სხვადასხვა მნიშვნელოვანი ღირებულებების შესახებ, რომელიც ბრენდს გააჩნია.

კორპორატიული (ორენოვანი) 

ორენოვანი ვებგვერდის საჭიროება ხშირ შემთხვევაში აქვთ ბრენდებს, რომლებიც ოპერირებენ, როგორც ლოკალურ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. ორენოვანი საიმიჯო ვებგვერდი ბრენდის უცხოელ პარტნიორებსა და მომხმარებლებს მათი პროდუქტის/სერვისის გაცნობაში ეხმარება.

ონლაინ მაღაზია

საქართველოში  ონლაინ გაყიდვები დღითიდღე ვითარდება, შესაბამისად ამ სფეროს ათვისება ნებისმიერ ბრენდს დიდ კონკურენტულ უპირატესობას მიანიჭებს.

ჩვენ გვესმის, რომ უმეტეს ბიზნესის მფლობელებს რთულად და კომპლექსურად წარმოუდგენიათ ონლაინ შოპინგის შექმნის იდეა, ამიტომ შევქმენით ონლაინ მაღაზიის  სრული (All in One) პაკეტი, რაც მოიცავს: მაღაზიის 0-დან შექმნას, ტექნიკურ უზრუნველყოფას, კონტენტის შეყვანას, მის მარკეტინგს Facebook-ზე, Google-ში, დინამიურ რემარკეტინგს, სოც. ქსელებში პროდუქციის იმპლემენტაციას და ყველა საჭირო ხელსაწყოს გამოყენებას გაყიდვების გასაზრდელად.

რაც ყველაზე მთავარია, შენ არ მოგიწევს წარმოუდგენელი თანხების გადახდა და უამრავ ადამიანთან კომუნიკაცია, რომ სასურველი შედეგი მიიღო. ლემონედსი შენთვის გამოყოფს პერსონალურ მარკეტინგის მენეჯერს აუთსორსზე, რომელიც დაამენეჯმენტებს ყველა ტექნიკურ და მარკეტინგულ დავალებებს და სამუშაო პროცესის გამარტივების მიზნით ყველა საკითხზე კომუნიკაციაც მხოლოდ მასთან გექნება.

“ჭკვიანი ადამიანები სხვის შეცდომებზე სწავლობენ”

მარკეტინგის ისტორიაში, მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ბრენდებიც კი, რომლებმაც ფეხი ვერ აუწყეს თანამედროვე ტექნოლოგიურ გამოწვევებს, სერიოზული ფინანსური პრობლემების წინაშე დადგნენ, უმეტესობას, ბაზრიდან გასვლაც კი მოუწია. დღევანდელ რეალობაში, ყველა საცალო გაყიდვების კომპანიის საჭიროა ონლაინ გაყიდვების პლატფორმა. მაგალითისთვის:

საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სპორტული ქსელის მაღაზიებს, რომლებსაც ჰქონდათ სერიოზული ბრუნვა, კორონავირუსის და საგანგებო მდგომარეობის პირობებში მოუწიათ სრულიად გაჩერება, რადგან არც ონლაინ მაღაზია და არც სოციალური ქსელები არ ჰქონდათ გამართული. ისინი მიჩვეულები იყვნენ ყურადღებას მომხმარებლებისგან ციფრული ტექნოლოგიების გარეშეც, ამიტომ არ ჩათვალეს საჭიროდ ონლაინ პლატფორმებთან ადაპტაცია. ამით ისარგებლეს კონკურენტებმა, რომლებსაც სრულად გამართული ჰქონდათ ონლაინ მაღაზია.

ლემონედსი ციფრული მარკეტინგის სააგენტოა, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ციფრული არხების სრულ მარკეტინგულ მომსახურებას და გამარტივებულ სამუშაო პროცესს.