საძიებო სისტემის მარკეტინგის საჭიროება

იმისთვის, რომ ბიზნესმა მომხმარებელს ონლაინის ყველა კუთხე-კუნჭულში მიაწვდინოს ხმა, SEM უნდა გამოიყენოს.

SEM (Search Engine Marketing) – არის საძიებო სისტემების მარკეტინგი და SEO (Search Engine Optimization)-სგან  განსხვავებით საწყის პოზიციებზე მოსახვედრად თვეები ლოდინი არ გჭირდება. შენ შეგიძლია 5 წუთშივე გამოჩნდე პირველ გვერდზე, რათქმაუნდა – კონკრეტული თანხის სანაცვლოდ.

SEM-სთვის Google-მა შექმნა სპეციალური პლატფორმა – Google Ads, საიდანაც შესაძლებელია რეკლამირება არამარტო ტექსტურ ფორმატში – გუგლის გვერდზე, არამედ ბანერების განთავსება მსოფლიოს სხვადასხვა ვებგვერდებზე, რომელიც ძვირი ნამდვილად არ ჯდება.

რას გთავაზობთ?

ლემონედსის გამოცდილი მარკეტერები გამოიკვლევენ ყველა იმ რელევანტურ საძიებო სიტყვებს (ქივორდებს), რომლითაც ეძებს პოტენციური მომხმარებელი შენს მსგავს ბიზნესებს და შექმნის მათზე მორგებულ სარეკლამო ტექსტებს.

Google-ის საძიებო პლატფორმას ქვია – Search Network, სადაც შესაძლებელია ტექსტური რეკლამების გაშვება.

Screenshot_2020-05-09 digital marketing courses - Google Search

Google Ads-ით ასევე შეგვიძლია ბანერების განთავსება მსოფლიოს სხვადასხვა ვებგვერდებზე. ასეთი ტიპის რეკლამა ეფექტურია და საკმაოდ ხელმისაწვდომი.

მაგალითისთვის:

საქართველოს ტურისტულ კომპანიას აქვს ძალიან საინტერესო ტურები მესტიაში. ამ კომპანიას ბუნებრივია უნდა, რომ უცხოელ და ქართველ ტურისტებს მიაწვდინოს ხმა.

ამ შემთხვევაში შეგვიძლია ტურისტულის ბანერი ვაჩვენოთ ადამიანებს, რომლებიც ეძებენ მესტიის ამინდის პროგნოზს  accuweather.com-ზე.

 

Google Ads სეგმენტაციის მრავალფეროვან საშუალებებს გვთავაზობს. აუცილებელი არაა თავად მიუთითო რა ვებგვერდი გინდა. ტარგეტირება შეგიძლია ინტერესების, ლოკაციის დემოგრაფიული მონაცემების, კონკრეტული ქივორდების (სიტყვების) და სასურველი ვებგვერდების მითითებით.

ბანერების განთავსება შესაძლებელია, Google-ის Display Network-ში. გუგლის ამ ქსელში შედის ნებისმიერი საიტი, რომელსაც გამოყოფილი აქვს ადგილი გუგლის ბანერებისთვის. ასეთი ვებგვერდი მსოფლიოს მასშტაბით მილიონობითაა და მათ შორის საქართველოს ვებგვერდებიც შედის.

 

ლემონედსი ციფრული მარკეტინგის სააგენტოა, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ციფრული არხების სრულ მარკეტინგულ მომსახურებას და გამარტივებულ სამუშაო პროცესს.