SEO ოპტიმიზაციის საჭიროება

SEO ოპტიმიზაცია (SEO Search Engine Optimization), გულისხმობს ვებგვერდის ოპტიმიზაციის პროცესს, რაც დაგეხმარება Google-ში და სხვა საძიებო სისტემებში (Yandex, Bing..) საწყისი პოზიციების დაკავებაში. Google-ის საწყისი პოზიციების დაკავება ნიშნავს, უფასო ტრეფიკს და შესაბამისად უფასო გაყიდვების წყაროს.

მეტი თვალსაჩინოებისთვის: როდესაც რაიმე პროდუქტი ან მომსახურების შეძენა გვინდა, პირველ რიგში ვეძებთ Google-ში, რომელიც გვეხმარება გვაპოვნინოს რელევანტური კომპანია, ჩვენთვის სასურველი შეთავაზებით.

 

Facebook რეკლამისგან განსხვავებით, Google-ში (ასევე სხვა საძიებო სისტემებში: Yandex, Bing..) პოტენციური მომხმარებელი თავად ინტერესდება შენ მსგავს პროდუქცია/სერვისზე და სწორედ ეს არის მისი ხიბლი.

გასათვალისწინებელია, რომ SEO-ს დახმარებით, სასურველი შედეგის მიღწევას, სჭირდება დრო, მოთმინება და დაუღალავი შრომა. იმ შემთხვევაში თუ სწრაფი შედეგი გინდა, ჩვენ გამოვიყენებთ საძიებო სისტემების ფასიან პლატფორმებ,  SEM (Search Engine Marketing) ქვია.

რას გთავაზობთ?

ლემოენდსი გთავაზობს SEO ოპტიმიზაციას Google-ში, რომელიც მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

ვებგვერდის ანალიზი – ვამოწმებთ ვებგვერდს და ვქმნით სამუშაო რუკას.

საძიებო სიტყვების (ქივორდების) შერჩევა – იმისათვის, რომ მოწინავე პოზიციები დაიკავოს ვებგვერდმა, აუცილებელია დაომპტიმიზდეს რელევანტურ ქივორდებზე. ჩვენ ვიპოვით იმ ქივორდებს, რომელითაც ეძებს პოტენციური მომხმარებელი შენს მსგავს ბიზნესებს და მოვარგებთ ვებგვერდის კონტენტს.

კონკურენტების ანალიზი – მნიშვნელოვანი ეტაპია კონკურენტების ანალიზი, რადგან ჩვენ მოგვიწევს ვაჯობოთ და გადავუსწროთ რანკინგში, იმისათვის რომ საწყისი პოზიციები დავიკავოთ.

On Page Optimization – ეს ნიშნავს საიტის ტექნიკურად გამართვას და ქივორდებთან შესაბამისი კონტენტის შექმნას.

Off Page Optimization – ნიშნავს გარე წყაროებით რეპუტაციის ამაღლებას და სწორ ლინკ ბილდინგს.

რეპორტი – უმნიშვნელოვანესია SEO ოტპიმიზაციის დროს შედეგების კონტროლი. Google-ის ალგორითმი ხშირად იცვლება და საჭიროა მასთან დრულად და სწორად ადაპტირება.

ლემონედსი ციფრული მარკეტინგის სააგენტოა, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ციფრული არხების სრულ მარკეტინგულ მომსახურებას და გამარტივებულ სამუშაო პროცესს.