რატომ სოციალური მედია?

სოციალური მედია მარკეტინგი, ეს არის ბიზნესის ცნობადობისა და გაყიდვების გასაზრდელი ყველაზე ეფექტური და იაფი საშუალება.

LemonAds გთავაზობს საქართველოს ბაზარზე ყველაზე აქტიურ პლატფორმების მარკეტინგს – Facebook, Instagram, Linkedin. გარდა ამისა რეკლამას საძიებო სისტემებში – Google, Yandex. 

Facebook, Instagram და Linkedin ეს ქსელები საშუალებას მოგცემს ყველაზე იაფად მიაწვდინო ხმა შენს პოტენციურ თუ არსებულ მომხმარებლებს და მნიშვნელოვნად გაზარდო გაყიდვები.

მათ შორის ყველაზე კომპლექსურია Facebook რეკლამა და იმისათვის, რომ მინიმალური დანახარჯით მაქსიმალური შედეგი მივიღოთ გასათვალისწინებელია: სწორი დიზაინი, ტექსტები, მიზნობრივი აუდიტორია, ოპტიმიზაციის მეთოდები და ყოველდღიური მონიტორინგი. არასწორად გაკეთებული Facebook კამპანიის შედეგია დიდი ხარჯები და 0 შედეგი

რას გთავაზობთ?

◍ შევისწავლით შენს ბიზნეს საქმიანობას, კონკურენტებს, მომხმარებლებს.

◍ ერთად დავსახავთ სამომავლო მიზნებს, რის შედეგადაც გაგაცნობთ მარკეტინგულ სტრატეგიებს.

◍ დავბრენდავთ შენი ბიზნესის Facebook გვერდს.

◍ შევქმნით რელევანტურ,საინტერესო და კრეატიულ კონტენტს.

◍ შევქმნით სარეკლამო კამპანიებს, რომელიც მორგებული იქნება შენი ბრენდის მიზნობრივ აუდიტორიაზე.

◍ რემარკეტინგირემარკეტინგისას შენს რეკლამებს ნახულობენ ადამიანები, რომლებმაც ერთხელ მაინც მოინახულეს შენი ვებგვერდი ან ჰქონდათ რაიმე ტიპის ინტერაქცია (კომენტარი, ლაიქი, კლიკი და ა.შ) შენი ბრენდის Facebook გვერდთან.

ასეთი ტიპის აუდიტორიას ვეძახით თბილ აუდიტორიას, რომელმაც იცის შენი არსებობის შესახებ, ისინი ცივი აუდიტორიისგან განსხვავებით (ვინც საერთოდ არ გიცნობს) მეტ ყურადღებას აქცევენ შენს რეკლამებს და შესაბამისად უფრო ადვილად იღებენ პროდუქტის/სერვისის შეძენის გადაწყვიტილებას.

◍ ყოველდღიური ანალიზის მიხედვით ვმართავთ კამპანიებს და ვუკეთებთ მაქსიმალურ ოპტიმიზებას კამპანიების ყველაზე ეფექტური შედეგის მისაღებად.

◍ ყოველთვიური რეპორტი – შენ ყოველთვე მიიღებ დეტალურ რეპორტს კამპანიების შედეგების შესახებ.

ლემონედსი ციფრული მარკეტინგის სააგენტოა, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ციფრული არხების სრულ მარკეტინგულ მომსახურებას და გამარტივებულ სამუშაო პროცესს.